Friday, January 4, 2013

სიტყვაში გაცხადებული ფერთა საიდუმლო

„ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას“
 სილამაზის ტრფიალი,მშვენიერების ქურუმია ქართული სული,ტაძრის ჩუქურთმებ-ში რომ აქსოვს თავისი სასწაულებრივი ყოფის გასაოცარ საიდუმლოს, მონასტერთა-თვის ყველა გუმბათი რომ ეპატარავება და კრიალა ზეცის უძირო ლაჟვარდს რომ ად-გამს თავს.
   ამ ტაძრებს სხვადასხვა სახელი ჰქვიათ: სვეტიცხოველი,სამთავისი,ჯვარი,სიონი,ნი-კორწმინდა...სული კი ერთი აქვთ,მაღალი და უკვდავი.
  თითოეული ეს ტაძარი სიყვარულითაა ნაგები,თითოეული მათგანი უდიდესი შრომის ნაყოფია.ვინ იცის,რამდენ საიდუმლოს ინახავენ უკვდავებად ქცეული ეს ტაძრები. ერთ-ერთი მათგანის,სვეტიცხოვლის ამშენებლის შესახებ დაუვიწყარი მხატვრული ტილო შექმნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
   მე-20 საუკუნის ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ყველაზე  აღიერებული ფუძემდებელია ქართული ისტორიული რომანისა. ჩვენში ამ ძალზე ტევადი ჟანრის აღორძინებაში მას ლომის წილი უძევს.აქ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა მწერლის ფართო განათლება და ისტორიულ მოვლენათა ღრმა შემეცნების უნარი.მწერალი ისტორიული მასალის დაუფლებისას ძნელად სავალ ბილიკს ირჩევს.ძირითდი აქცენტი კოლორიტის შექმნაზე გადააქვს, ქმნის გარდასულ ეპოქა-თა მხატვრულ ილუზიას,მაგრამ სტრიქონებს შუა ჩვენ ვგრძნობთ თანამედროვე ეპო-ქის მაჯისცემას,იმ პრობლემატიკას,რომელიც გვაღელვებს და გვაფიქრებს ხვალინ-დელ დღეზე.
    აი,სწორედ ეს დროთა კავშირის მახვილი გრძნობა ანიჭებს კონსტანტინე  გამსახუ-რდიას  ისტორიულ რომანებს ისეთ სიმტკიცეს,რომელსაც დროთა სიმრავლე ადვი-ლად ფერს ვერ შეუცვლის.
  კ.გამსახურდია ქართული მითოსის,ჩვენი ისტორიული წარსულის უბადლო მცოდ-ნე იყო და შესანიშნავად გამოიყენა კიდეც ეს ცოდნა თავის შედევრებში.ერთიან საქა-რთველოზე თავისი თვალსაზრისი მწერალმა გამოამჟღავნა ჩვენი სამშობლოს სხვა-დასხვა კუთხის ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის მხატვრული ფუნქციის გამოყენე-ბით:
„ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
დამიჭირეს,მკლავი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია.“
 ეს პატარა ხალხური ლექსი დიდი მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა.ხელოვანის ბედს და მის უწმინდეს მისიას-იყოს მშობლური ხალხის სანუკვარ ოცნებათა გამო-მხატველი უძღვნა სახელოვანმა მწერალმა თავისი შემოქმედების გვირგვინი „დიდ-ოსტატის მარჯვენა.“
 რომანის ბოლოსიტყვაში მწერალი გვიხსნის სვეტიცხოვლით დაინტერესების მი-ზეზს: „ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი,მაგრამ არა-ნაკლებ საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის,ჯვრის,სვეტიცხოვლის,წრომის, ბედიას, მარ-ტვილის,თიღვასა და გელათის დიდოსტატები.მე ვწუხდი,რომ ასეთი შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მოჰფენოდათ სახეზე.ამიტომაც წავატანე ხელი კონსტანტინე არსაკიძისათვის მკლავის მოკვეთის მშვენიერ ლეგენდას“.
  ისევე,როგორც გალაკტიონმა ნიკორწმინდას,კ.გამსახურდიამ ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს ერთიანობის მარადიულ სიმბოლოს -სვეტიცხოვლის დიდ ტაძარს.სვეტიცხოველი ქრისტიანული სარწმუნოების საძირკველია.აქ არის დასვენე-ბული უფლის კვართი.იგი საინტრესოა ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისითაც. ტაძრის ფასადი მდიდრული და იმპოზანტურია,რაშიც დიდ როლს თამაშობს პოლიქ-რომიის  ეფექტები.საკურთხევლის სარკმლის მოჩუქურთმებული საპირეები მოწითა-ლო ფერის ქვით არის შექმნილი,რის შედეგადაც ტაძარი  დღის სხვადასხვა დროს გა-ნსხვავებულ ელფერს იძენს.პოლიქრომიის ეფექტები მწერლის მახვილ და გემოვნე-ბიან თვალს არ გამოჰპარვია.რომანში კ.გამსახურდია წერს სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარზე: „დილით ხვლიკისფერია იგი,მოუღალავი მზით გაშუქებული,შეღამებისას ოქროცურვილია,ხოლო მწუხრის შემოდგომისას,თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი,ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.“
  სვეტიცხოვლის ირგვლივ ბუნების საოცარი სურათი იხატება ნაწარმოებში: „თავზე დაადგა ტაძარს მუქლურჯი ცარგვალი,რომლის ქუბებს გალავნის ქონგურების ნაჩრ-დილები ისე ხატავდნენ,როგორც გიშრისა და იასპის აჟურებს.“
  განსაკუთრებული ესთეტიკური გრძნობით აღიქვამს მკითხველი ამ დიდებულ სტრიქონებს.ფერებს ხომ „დიდოსტატის მარჯვენაში“  განსაკუთრებული მნიშვნელო-ბა ენიჭება.მწერლის მხატვრული პალიტრა მრავალფეროვანია.დიდებულ იდეასთან ერთად გვაოცებს ნაწარმოების შესრულების მხატვრული მხარე.აქ ყველა საგანი თუ მოვლენა განსაკუთრებული,მისთვის დამახასიათებელი ფერით აღიქმება.სიღრმე და იდუმალება კი ჭეშმარიტი მშვენიერების განცდას ბადებს.სვეტიცხოვლის გარშემო ყველაფერი ზღაპრული სილამაზით ბრწყინავს: „ღრუბლებით წაგრაგნილი ცარგვა-ლი დამხობია სვეტიცხოვლის წვეტიან გუმბათს,კიდე-კიდე ქარვისფერი კალთები მოუჩანს ცას,მრუმეზუჩიან მწვერვალებზე ელავს ხანდახან.“
   ტაძრის აგებისას საშენ მასალაზე მსჯელობენ ფარსმან სპარსი და არსაკიძე.„ალგე-თური თეძამის ფიქალისაგან უნდა გაკეთდეს პერანგი ტაძრისა“-ამბობს ხუროთმო-ძღვარი მეფისა და ამით ხაზს უსვამს მომავალი ქმნილების სიდიადეს.
  სვეტიცხოველი უფლის სახლია,მის სადიდებლად შექმნილი. ტაძრის სიდიადეში გამოსჭვივის ქართველი ხალხის უზომო პატივისცემა ღმერთისადმი,რომელმაც „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა,გვაქვს უთვალავი ფერითა.“
   „დიდოსტატის მარჯვენაც“ უთვალავი ფერით შექმნილი სამყაროა.ჩვენი ნაშრომის მიზანია ღრმად ჩავწვდეთ მწერლის მხატვრულ გემოვნებას და ფართოდ გავშალოთ არა მარტო ნაწარმოების ღრმა იდეური შინაარსი,არამედ ის მრავალფეროვანი სამყა-რო,სადაც მაღალი იდეალებით ცხოვრობენ კ.გამსახურდიას გმირები:კონსტანტინე არსაკიძე,მეფე გიორგი,შორენა,ჭიაბერი და სხვები.თითოეული ეს გმირი თავისებური ფერადოვნებით შემოდის ნაწარმოების სიუჟეტურ ქარგაში და წარუშლელ შთაბეჭ-დილებას ტოვებს მკითხველზე.ფერებს მათ დახასიათებაში იდუმალი ძალა აქვთ. თმისა თუ თვალის ფერი,ტანისამოსის შეფერილობა საშუალიებას გვაძლევს ჩავწვ-დეთ გმირის სულიერ სამყაროს,შეფარულ მიზნებსა და ზრახვებს.
  ფერებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ანტიკურ სამყაროში.ფერისა და თვალის ურთიერთობა პირველადია და ფერს ფრიადი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ხელოვნებისა და შვენების არეში,არამედ სარწმუნოებისა და საზოგადოებრივი ცხოვ-რების ასპარეზზედაც.
   „დიდოსტატის მარჯვენაში“ მოქმედება იშლება ფეოდალურ-მონარქისტული წყობილების ფონზე,სადაც საზოგადოებრივ მდგომარეობას განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება.სხვადასხვა სოციალური წრისა და პოლიტიკური პოზიციების გამომხატველი ადამიანების დასახასიათებლად მწერალი ფერებს არ იშურებს.
  უპირველეს ყოვლისა,გვინდა შევეხოთ იმ დაძაბულ ბატალიებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს,რომლითაც იწყება ნაწარმოები.მეამბოხე ფეოდალთა სახეები განსაკუთ-რებული სისრულით წარმოგვიჩენს რომანში აღნიშნულ ეპოქას.მწერალი დაუვიწყარი ფერთა სიმრავლით გვიხატავს განდგომილ ფეოდალებს:მამამზე ერისთავს,კოლონ-კელიძეს,ჭიაბერსა და ტოხაიძეს. „მოიღო მთელი კონა ისრებისა ბანჯგვლიანმა მამა-მზე ერისთავმა,რომელსაც ლომკაცად უხმობდნენ თავისი დიდი ანაგობისა და ვაჟკა-ცობის გამო,ჭრელი და მჭრელი თვალები ისარივით მიაჭდო ტახტზე მჯდომარეს“ (მეფე გიორგის),-აქ იწყება შეფარული კონფლიქტი მეფესა და ერისთავს შორის.მამა-მზე ერისთავი ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია შინაგანი განხეთქილების გამომხა-ტველ პირთაგან.პირადმა მისწრაფებამ საოცრად გამოცვალა ეს დევკაცი,რომელსაც ადრე არაერთხელ მოუქნევია ხმალი სამშობლოს მტრებთან ბრძოლაში.იგი ბაგრატIV-ის თანამებრძოლი და მეგობარი იყო.კ.გამსახურდია მშვენივრად გადმოგვცემს მამამ-ზე ერისთავის გარდაქმნით გაოცებული გიორგი პირველის განწყობილებას,როდესაც ზვიადი შეატყობინებს მამამზეს ღალატს: „ თავი დაჰქინდრა გიორგი პირველმა ამ ამ-ბის შემცნობმა.თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი თავლების ციმ-ციმი.“ აქ თვალის ფერს დიდი დატვირთვა აქვს.თითქოს თვალთა ციმციმი ღალატის უტყუარი მანიშნებლია.მას უპირისპირდება გიორგის წაბლისფერი თვალები: „მერმე მოულოდნელად მიაპყრობდა მას თავის დიდრონ,წაბლისფერ თვალებს და შეეკითხ-
ებოდა: „მერმე შენ რა ჰქენი, მამის ჩემის თანამებრძოლო და ჩემო უერთგულესო ყმავ?“
   გიორგი მეფის ფიქრებიდან ნათლად ჩანს,რომ განდგომილებთან ბრძოლაში ეხმა-რებოდა მამამზე მეფეს,ახლა თავადაა განდგომილთა ერთ-ერთი მეთაური.გიორგი პატივისცემით ეპყრობოდა მამამისის თანამებრძოლს,მაგრამ მამამზე იმდენად გამო-იცვალა,რომ თითქმის აღარაფერი დარჩა მასში ძველი,ვაჟკაცური.იგი უზომოდ ვერა-გია და მზაკვარი.მას რომ სინდისი სუფთა არა აქვს ნათლად გამოჩნდა მისი სასახლი-დან გაპარვის ეპიზოდში.
 სასახლიდან გაპარული მამამზე ზვიად სპასალარმა დააკავა და დააბრუნა: „მამამზეს მიწისფერმა გადაჰკრა.სპასალარი დარბაზში შემოვიდა,ხელებგაკოჭილი სტუმარი ფე-ხზე იდგა.“ ერისთავი სპასალარის წინაშე ქედმოდრეკილია,რადგან გაება ზვიადის მიერ დაგებულ მახეში და დაიჯერა მეფის ლაშქრის სიძლიერე.რამდენიმე ღამის განმავლობაში ხედავდა იგი შეიარაღებულ მეომრებს და დარწმუნდა,რომ მეფე ღა-ლატს არავის აპატიებდა: „ღამენათევი მამამზე დილამდის არ მოშორებია ციხე-დარ-ბაზის სამზერს.როცა მტრედისფრად აყვავდა ცა და მარიხი ჩაჰქრა მხოლოდ მაშინ ჩასთვლიმა ოდნავ.“
  მამამზე ერისთავი არა მარტო მეფისა და სამშობლოს,სარწმუნოების მოღალატეცაა. მართალია,იგი კათალიკოსს მასპინძლობს და მისი მეუღლე ბორდოხან ქრისტიანო-ბის აღმსარებელია,მაგრამ მამამზე შინაგანად დასცინის ქრისტიანულ რჯულს და არც მელქისედეკს სცემს პატივს გულწრფელად.იგი არ იზიარებს თავისი მეუღლის აღტა-ცებას და სარწმუნოებრივ ფანატიზმს.ეს ჩანს სუფრაზე ერთ ეპიზოდში: „მამამზეს სი-ტყვა გაუწყდა პირში და როცა ახალი ლანგრით მიართმევდაკათალიკოსს კალმახს, მელქისედეკმა ღილივით წვრილი და შავი თვალები შეაგება ისრიმისფერ თვალებს, მამამზის დაფანჩვულ წარბებს ქვეშ აწრიალებულთ.“თვალთა მზერა და შეფერილობა პერსონაჟის განწყობასა და სულიერ მდგომარეობას აშკარად გვიჩვენებს. მამამზე ლი-ქნის კათალიკოსის წინაშე,მას ერთგულად აჩვენებს თავს,მაგრამ მისი სული  ავი, ბოროტი ძალების ნავთსაყუდელია.მისი მზაკვრობა გაკვირვებასაც იწვევს და ზიზღ-საც.
 მამამზე ერისთავი თავისი ოჯახიდან ერთადერთი წევრი არ ყოფილა,ვინც გიორგის წინააღმდეგ იბრძოდა.მისი ვაჟი ჭიაბერი ფეოდალთა განკერძოებისაკენ მიდრეკილე-ბის კლასიკური მაგალითია.იგი სულ ორჯერ გამოჩნდება ნაწარმოების ფურცლებზე, მაგრამ მისი ფუნქცია მნიშვნელოვანია.იგი საქართველოს მომავალ მეფედ მოიაზრე-ბა.აქ იღებს სათავეს მისი ამპარტავნობა.თუ მამამზე საჭიროდ თვლის თვალთმაქცო-ბას, გრძნობების დაფარვას,ჭიაბერი არ მალავს თავის ზიზღს მეფისა და კათალიკო-სისადმი: „ჭიაბერი ზიზღნარევი ძრწოლით ემთხვია ჯერ ჯვარს,შემდეგ კათალიკო-სის მარჯვენას.წამოდგა თუ არა იგი,მელქისედეკმა დაოკებული ბრაზის ნატამალი დაიჭირა მის მშვენიერ ცისფერ თვალებში.“
   მიუხედავად იმისა,რომ ჭიაბერი მეფის,სარწმუნოებისა და სამშობლის მოღალატეა და ამიტომ უარყოფითი პერსონაჟი,კ.გამსახურდია ყურადღებას ამახვილებს მის მშვენიერ გარეგნობაზე და საოცარ ფერებს მიმართავს: „მუზარადი მოიხსნა,თავთუ-ხისფერი კულულები გადმოიღვარა მის მაღალ შუბლზე.დიდრონი,ცისფერი თვალე-ბი მიაშტერა კათალიკოსის დალეულ,ავადმყოფურ სახეს.“ ეს არაჩვეულებრივი ვაჟკა-ცი თავისი ბოროტი ზრახვების მსხვერპლი ხდება.მისი ბედი რომანში ტრაგიკულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი პერსონაჟების ბედი.
  თავნება ფეოდალთა ბანაკში გიორგი მეფის ერთ-ერთ გააფთრებულ მოწინააღმდე-გეს წარმოადგენს მამამზე ერისთავის სახლთუხუცესი შავლეგ ტოხაისძე.სახლთუხუ-ცესი ყველაზე ავი,თავისი აზრებისა და სურვილების ყველაზე მოურიდებელი ფორ-მებით გამომხატველია.მისი მოქმედება იქითკენაა მიმართული,რომ ერთი წუთითაც არ მოუდუნდეთ წინააღმდეგობის უნარი დიდ-დიდ ფეოდალებს.მისი ბოროტი ზრა-ხვების წარმოსაჩენად მწერალი შავ ფერს მიმართავს: „თავისი გაჯაგრული,შავი მარჯ-ვენა თვალზე მოიჩრდილა შავლეგ ტოხაისძემ“.თითქოს სიმბოლურადაა აქ გამოჩენი-ლი შავი მარჯვენა,რომელსაც შავლეგი საქართველოს ძლიერების შესასუსტებლად იქნევს.
   ტოხაისძე მუდამ იმ დროს ანთხევს შხამს,როცა ყველაზე მეტად ხვდება მიზანს.მან სწორად ახსნა ჯვრის მოწამვლის ამბავი და თვალი აუხილა მამამზე ერისთავს.მან მო-აყვანინა ჭიაბერის ერთგული ძაღლი და მამამზეს წინაშე ექსპერიმენტი ჩაატარა: „ძა-ღლმა დაყნოსა იგი(ჯვარი),სისხლისფერი ენით გალოკა ძელი.“ძაღლმა სიკვდილი-თაც  უერთგულა პატრონს: „უკანასკნელად დაიწკმუტუნა,წაიგრძელა კისერი, ცილი-სფერი გუგები შემოაშტერა მამამზეს და ტოხაისძეს,მინებდა სიკვდილს.“მამამზე ერი-სთავი რწმუნდება ტოხაისძის მოსაზრებათა ჭეშმარიტებაში და მზადაა შეებრძოლოს გიორგის.მაგრამ სხვა მოღალატეთა მსგავსად ორივეს საკადრისი მიეზღო.
  რომანის ერთ-ერთ საინტერესო სახეს წარმოადგენს კვეტარის ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე.იგი მოქნილი პოლიტიკოსია,კარგად გრძნობს სიტუაციას და ამის მი-ხედვით მოქმედებს.კვეტარის ერისთავი გრძნობს  ფხოველთა წარმართულ მიდრეკი-ლებას და მათ მეთაურად წარმოგვიდგება,მაგრამ ეს ყველაფერი თვალთმქაცობაა.იგი არავის მისწრაფებას არ უწევს ანგარიშს.მას შეუძლია მრავალნაირად შეიცვალოს სახე და ხასიათი: „კოლონკელიძეც ამოდ შესაყრელი კაცი იყო,ტანმორჩილი,ტანხმელი,მა-გრამ მშვენიერი ვაჟკაცი;წვერი გაჟღალებოდა ოდნავ,მაგრამ ჭაბუკური იერი გადაჰკ-რავდა სახეზე,თაფლისფერი თვალებიდან სიჭაბუკის ცეცხლი გამოჰკრთოდა.“
  თალაგვა კოლონკელიძე მოქმედების კაცია,უკან დახვა არ ახასიათებს.მან შეძლო მამამზესა და ჭიაბერთან კავშირის შეკვრა და მეფის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობა, მაგრამ ჭიაბერის სიკვდილის შემდეგ,როცა მეფესთან დამოყვრების იმედი მიეცა „ეს ყველაფერი „დიდოთა და ღილღვთა ბრბოებს“გადააბრალა უტიფრად და როცა ამას ამბობდა,თაფლისფერ თვალებს არ აშორებდა გიორგის.“ შეიცვალა კოლონკელიძე,რა-დგან მეფესთან დანათესავება ახალ ასპარეზს აღუთქვამდა,მაგრამ გიორგი კარგად
იცნობდა კვეტარის ერისთავს და მისი დასჯა არ დააყოვნა.თალაგვას თვალები დაწ-ვეს,მისი ცოლ-შვილი კი მცხეთაში ჩამოიყვანეს.დაბრმავებული ერისთავი მაინც არ წყვეტს საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ მტრულ მოქმედებას,მაგრამ დიდ ზიანს ვეღარ აყენებს.
  საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა გიორგი პირველის სასარგებლოდ მთავ-რდება.განდგომილ ფეოდალებს მეფე სასტიკად უსწორდება.იგი წინააღმდეგობრივი პიროვნებაა:ერთდროულად გულქვაა და გულჩვილი,ბოროტი და კეთილი.მასში ერ-თმანეთს ებძვის სიყვარული და მოვალეობა.კვეტარის ციხეში ყოფნისას მეფე ბედნი-ერია შორენას გვერდით,ტკბება თავისი სიყვარილით,მაგრამ არ ავიწყდება ,რომ მე-ფეა და მოვალეობა მისგან მოითხოვს მოღალატეთა დასჯას.გიორგი სასტიკია და და-უნდობელი სამშობლოს მტრებთან ბრძოლაში.მზერაც კი ხმალივით მჭრელი აქვს, როცა მამულის კეთილდღეობა მოითხოვს: „გიორგი მდუმარე იყო ბუნებითგანვე,კა-ცი არამეტყველი,მაგრამ ფრიად დაკვირვებული.მან ხმალივით შეაგება მზერა მამა-მზეს ისრიმისფერ თვალებს.“ გიორგი ცოდვილია,როგორც ადამიანი,მაგრამ გმირია, როგორც მეფე.მისი ორგვარი ბუნება ვლინდება მაშინაც,როცა სასახლის ფუფუნებაში აღზრდილს უბრალო გლეხის ყოფა ენატრება და ხშირად სასახლიდან იპარება,რომ თავისუფლებით დატკბეს.აქ ვლინდება მისი სიმპათია მდაბიო ხალხისადმი.ფხოვში გოდერძი ქალუნდაურთან შეტაკების შემდეგ მწერალი ამბობს: „გაუღიმა გიორგიმ ფხოველს,უცნაურმა ღიმილმა გაიელვა მის თეთრ კბილებზე“.
  გიორგის უსაზღვროდ შეჰყვარებია შორენა,კოლონკელიძის მხოლოდშობილი ასუ-ლი.იგი ისწრაფვის შორენას დასაუფლებლად.ჩამოიშორა გზიდან ჭიაბერი,შემდეგ გირშელი,თავისი დეიდაშვილი და ბოლოს არსაკიძეც შესწირა შორენას სიყვარულს. გიორგის სწრაფვას კოლონკელიძის ქალისადმი უსაზღვრო სისხლი და სიკვდილი მოჰყვება.
  პირადი ცხოვრება-ეს არის გიორგის არსებობის ერთი მხარე.მაგრამ ის მეფეა და ამი-ტომ პიროვნულ კაეშანს ერთვის სახელმწიფოებრივი სევდა.სევდა-კაეშნის სიმბოლო კი ყვითელი ფერია: „ლიცლიცებდნენ ცვილის სანთლები,ცვილისფერი მისდგომოდა სახეზე მეფეს.“ გიორგის სძულს ბასილი კეისარი,რომელმაც ბასიანის მხარე,სამხრეთ ტაო წაგლიჯა საქართველოს.ეზიზღება ყველაფერი ბიზანტიური და არც ბერძნული ენა უყვარს.თუმცა მშვენივრად ფლობდა ბერძნულ და არაბულ ენებს,მაგრამ სასახ-ლეში მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა.კეისრის მიმართ სიძულვილი კიდევ ერთ-ხელ გამოხატა გიორგიმ ნადირობის დროს.მან ბასილის მიერ ნაბოძებ მწვანე ეტლში ავაზები ჩააწვინა: „მეფე გიორგი ჩინებულ გუნებაზე იყო,დაუცხრომლად მიაჯირი-თებდა თავის ოქროსფერ ულაყს,ფრიად კმაყოფილი იყო იმითაც,კიდევ ერთხელ რომ მოუხერხა გაპამპულება კეისრის მიერ ნაბოძებ მწვანე ეტლს“.
   ბიზანტიასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ მელქისედეკ კათალიკოსი და მარიამ დედოფალი.ბასილი კეისრის კარზე იზრდებოდა უფლისწუ-ლი ბაგრატი.სამშობლოში დაბრუნებულ შვილს სიკვდილის წინ ბიზანტიელების         
გამო ეჩხუბა გიორგი,აუგად მოიხსენია თავისი წინაპრები,რადგან „მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ მუდამ და ბიზანტიურ ხარისხებს.“გიორგი პატრიოტია,უყ-ვარს თავისი ხალხი და სამშობლო.ამიტომ ეუბნება პიპას: „მე მრავალი ცოდვა მიმი-ძღვის ამქვეყნად,როგორც მეფეს,ისე,როგორც კაცს,თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.“თავისი ხანმოკლე სიცოცხლე სამშობლოს მტრებთან ბრძოლას შეალია.ნაადრევად ეწვია სიკვდილი: „მკვდრისფერი დაედო სახეზე“.მეფე გიორგიმ ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე,სიკვდილის მიზეზად თავისი შერყეული რწმენა მიიჩნია: „მიწია გველისფერი წმინდა გიორგის რისხვამ!“ გველის-ფერი ხომ საბედისწერო ფერია.
   „დიდოსტატის მარჯვენაში“ მე-10 საუკუნის საქართველოს ცხოვრებაა აღწერილი. მეფე გიორგი ქვეყნის გამთლიანებისა და გაერთიანებისათვის იბრძვის.ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სარწმუნოების როლი.სწორედ ამ დროს აშენდა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო-სვეტიცხოვლის ტაძარი.ქრისტიანული სარწმუნოების ბურჯად ამ პერიო-დში მელქისედეკ კათალიკოსი გვევლინება.  იგი რჯულის სიმტკიცისათვის არ იშუ-რებს ძალასა და ენერგიას.ცდილობს აღაშენოს და განაახლოს ტაძრები და ეკლესია-მონასტრები.
  მელქისედეკ კათალიკოსს მკაცრმა ცხოვრების წესმა თავისი კვალი დააჩნია: „ცხედ-რის თმას მიაგავდა მისი გამოხუნებული,მგლისფერი წვერი,ნიკაპსა და ტუჩ-პირს შორის ოდნავ გაპუტული...მდოგვის ფესვებივით წვრილი,ცისფერი ძარღვები მიიკ-ლაკნებოდნენ ღაწვის თავებიდან საფეთქლებისაკენ.“
მუდამდღე მარხვამ,ლოცვამ და ქრისტიანული წესების აღსრულებამ,დიდმა პასუხის-მგებლობამ,რაც მას,როგორც მწყემსმთავარს ეკისრებოდა,შეარყია მელქისედეკის ჯან-მრთელობა.მწერალი შესაბამისი ფერები შეზავებით გვიხატავს სარწმუნოების დამც-ველის სახეს. „ხველებისაგან ღონემიხდილ კათალიკოსს ლაპარაკის უნარი წაერთო და ისევ მოკუმა მან თავისი ჯიუტი,ლაინისფერი ბაგენი.“
 მკაცრი,მუქი ფერებითაა დახატული არსაკიძის სურათი,სადაც იაკობის ღმერთი მელქისედეკ კათალიკოსს ჰგავს: „წვერი ჰქონდა ირისესავით თიმთიმა და დაფანჩვუ-ლი,ბრწყინვალე შარავანდედი ემოსა,თევზის ქერეჭისდარი ჯაჭვი ეცვა იაკობის ღმერთს,ცეცხლებრ უელავდნენ მგლისფერი თვალები.“
    „დიდოსტატის მარჯვენა“ ისტორიული რომანია,სადაც მთავარი თემა საქართვე-ლოს ერთიანობისა და მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის ბრძოლაა,მაგრამ არანაკლები ადგილი უკავია ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას.ამიტომ მისი პერ-სონაჟები,მამაკაცები და ქალები დაუვიწყარი ფერებით იხატებიან ჩვენ წინაშე.
  ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ქალი -შორენა საოცარი ფერებით წარმოგვიდგება: „ხატაური შავი აბრეშუმის სამოსზე გადმოიღვარა გამოხურვებული ოქროსფერი თმა.“ შორენა ნაზი ქალია,სიყვარულისთვის,თაყვანისცემისათვის დაბადებული,მაგრამ მი-    სი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა.ქალისათვის სილამაზე ხშირად საბედისწერო სამკაულია.ასე მოხდა შორენას შემთხვევაშიც.მისმა სიყვარულმა ყველა მამაკაცს უბე-დურება მოუტანა,თუმცა გარეგნულად შორენა მთელი თავისი ფიზიკური თუ სული-ერი თვისებებით თითქოს ბედნიერებისთვისაა შექმნილი: „თავთუხიფერი თმები ჰქონდა შორენას,თვალებში უელავდა ლაზისტანის ზღვისა სილურჯე.“მწერალი მას ყინწვისის ანგელოზს ადარებს: „გონების წამღები იყო მისი პირი ბროწეულისყვავი-ლისფერი,ოდნავ,ოდნავ გაბუტული ზემო ტუჩი საყვარლად აბურცვოდა გულნაწყენ ბავშვის ბაგესავით.“ შორენას მოქმედება ყოველთვის გრძნობას უთავსდება,გრძნობი-თაა განპირობებული.ამიტომ არც სიცოცხლის მოსწრაფებისას ყოყმანობს და ეწირება არსაკიძისადმი სიყვარულს.შორენას თვითმკვლელობა მისი სიმტკიცის გამოხატუ-ლებაა.მას არ შეუძლია შეურიგდეს არავითარ აზრს,რაც არსაკიძის გარეშე მოუტანს ბედნიერებას.სატრფოს უბედურება მას წონასწორობას აკარგვინებს.შორენას შინაგანი თავშეკავება,ნებისყოფა გაოცებას იწვევს.
   .გამსახურდიას რომანის თითქმის ყველა გმირი რთული ფსიქოლოგიით ხასიათ-დება.ისინი არ არიან სწორხაზოვანნი,რადგან მწერალმა იცის,რომ ცხოვრება რთუ-ლია და მისი დინება ხან აღმა წარმართავს ადამიანთა ყოფას,ხან- დაღმა. „დიდოსტა-ტის მარჯვენაში“კ.გამსახურდიამ გვიჩვენა,რომ დიდი საქმის კეთება უმტკივნეულო პროცესი არ არის,უკვდავებისთვის მარტო ნიჭიერება არ კმარა.ნამდვილ ხელოვანს, ჭეშმარიტ ოსტატს ასევე უნდა ჰქონდეს ნიჭი მშობლიური მიწის სიყვარულისა,იყოს სამშობლოს ერთგული,ეთაყვანებოდეს რჯულს,იცოდეს ნამდვილი მიჯნურობის ფა-სი,ჰქონდეს უნარი ყველაფერი შესწიროს საყვარელ საქმეს.სწორედ ასეთია კონსტან-ტინე არსაკიძე,სვეტიცხოვლის ამშენებელი.მისი უსაყვარლესი და უპირველესი საქმე ხუროთმოძღვრება იყო.მას უხვად ჰქონდა მომადლებული ნიჭი,შრომისმოყვარეობა, ერთგულება საქმისადმი.არსაკიძემ გადაწყვიტა ყველაფერი შეეწირა იმ ტაძრისათვის, რომლის აშენებაც ღვთის განგებითა და გიორგი მეფის სურვილით მას მიენდო.მან იცოდა,რომ „კურთხიულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა.შრომაა უდიდესი სიქ-ველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს,როგორც შრომაში გამოჩენი-ლი სიმამაცე.“ამიტომ იყო,რომ სამუშაოს არ შორდებოდა,მთელი არსებით ქმნიდა თა-ვის საყვარელ ტაძარს და როცა ცას მისწვდა ლოდების უცნაური ჰარმონია,სიამაყე შე-უდგა ოსტატის გულს.კ.არსაკიძეს კარგად ჰქონდა შეგნებული,რომ დიდ საქმეს შეჭი-დებულ კაცს ბევრი რამის დათმობაც უნდა შესძლებოდა,თვით საყვარულისაც კი. სა-ქვეყნო საქმისათვის პირადული უნდა ენაცვალებინა.განწირულია არსაკიძის სიყვა-რული,განწირულია მისი სიცოცხლეც.
  არსაკიძის ცხოვრება უკვდავებით დაგვირგვინდა.მართალია, უსამართლოდ დაისა-ჯა,მკლავი მოჰკვეთეს სვეტიცხოვლის „ცუდად ამგებელს“,მაგრამ მაინც გამარჯვებუ-ლი მიდის ამქვეყნიური ცხოვრებიდან.ზმანებასავით მოდის მასთან სიკვდილი: „ბო-ლოს მოაწია რიჟრაჟმა,ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ,ყაყაჩოები დაათოვა მწვერვა-ლებს ცამ,იფრქვეოდა იისფერი შუქი,როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან“.არსაკი-ძის სული სვეტიცხოველს შეეწირა.
„დიდოსტატის მარჯვენა“ გენიალური ნაწარმოებია არა მხოლოდ მასში ასახული ღრმა იდეური შინაარსის გამო,არამედ შესრულების მხატვრული მხარითაც.მწერალი მრავალფეროვან სამყაროს ქმნის როგორც პერსონაჟების თვალსაზრისით,ისე ისტო-რიული გარემოს დახატვითაც.იგი ხშირად წარმოუდგენელ ფერებს მიმართავს საგნე-ბის,ტანისამოსის,ცხოველების,ბუნების პეიზაჟების დახატვის დროს: „შესანიშნავი მა-ნიაკები გადაიცვა ყელზე ვარდისფერ იაგუნდებითა.წითელი,ყვითელი და პირისფე-რი იაგუნდები ისხდნენ ბეჭდის თვლებში.“
 ზღაპრული ფერებით არის აღწერილი კოლონკელიძის ქალის,შორენას მზითევი: „ხა-ტაური და ირანული დიბის კაბები გადმოიღო ვარდისახარმა,ნარინჯისფერნი,მზის-ფერნი და ზღვისფერნი.ცხრა კაბა ქირმანული ფერადი შალისა,ცხრა საწმერთული გვიმრისფერი,ენდროსფერი და პირისფერნი.ოქროს ქამრები,მძიმე სარტყელები ამო-ალაგა თეთრი,შავი და უნბისფერნი.ვითელი,მწვანე,ჟრუნი და იისფერი ქათიბები ოქ-როქსოვილი ზორტებით და მარგალიტის ფოჩვებიანნი.“
 მწერალი დაუვიწყარი ფერთა სიმრავლით გვიხატავს  ფრინველებს, რომლებიც მკი-თხველის  წარმოსახვაში საოცარ სურათებს ქმნიან: „სამლოცველოს ნანგრევიდან წა-მოიშალნენ ყორნები,უცნაური ყრანტალი შექმნეს,მერმე აირივნენ ჰაერში და მელნის ლაქებად შეესხნენ სადაფისფერ ცას.“ არაჩვეულებრივ მხატვრულ პალიტრას მიმარ-თავს ავტორი ნადირობის სცენების ასხვისას: „ცხვირწინ აუფრინდა წერო,დურაჯის-ფერი ფრთები ჰქონდა, მიხაკისფერი მკერდი,მწყრისფერი ზოლებით მოხატული კი-სერი,“ „ავშანის ბუჩქებში ფრთხიალებდა წერო,ფრთაგაფოფორილი მიმინო ზედ დას-ჯდომოდა,პუტავდა სულთმობრძავ მსხვერპლს,აბრიალებდა ფეტვისფერ თვალებს.“ სხვადასხვა ფერის მიმინოთი ნადირობის თვალსაზრისი კარგად არის წარმოჩენილი ტექსტში: „შავი მიმინო კარგი დამჭერია,მაგრამ ძნელად საგეშია,ჟანგისფერი ბედოვ-ლათია,წითელი შავსაც სჯობია და ჟანგისფერსაც,მაგრამ ყველას ფოლადისფერი სჯობია,ტანსრულია,ადრე იგეშება თვინიერია და გამგონე.“
  რომანში უხვად არის გამოყენებული ფერები სხვადასხვაგვარი პეიზაჟების გადმოსა-ცემად: „კაკბების კაკანი ისმოდა ცარცისფერი გორმახების უბეებში“ „წითლად და ყვი- თლად ქათქათებდნენ კავკასიონზე დაზვინული ღრუბლები შორეთში.“ საოცარი ფე-რებით არის აღწერილი  წელიწადის სხვადასხვა დრო: „ლაინისფერ მთებზე ელავდა ხასხასა სითეთრე,“ან „მწვანე შესდგომოდა არაგვის ხეობას.“
 ფერებთან ერთად ეს ნაწარმოები არაჩვეულებრივი მეტაფორებისა და შედარებების მაგალითებით გამოირჩევა: „ცა იისფერი იყო,ვარსკვლავები მჭმუნვარედ აფახულებ-დნენ მოოქროვილ წამწამებს“, „ქედანისფერი,მგლისფერი და ზღვისფერი ებრძოდნენ ურთიერთს კორდებზე.“ მეტაფორა ხშირად გამოიყენება ამინდის ცვლილების გად-მოსაცემად: „ლაინისფერი და იისფერი ებრძოდნენ ურთიერთს ცარგვალზე მცირე ხანს,ენდროსფრად შეიღებნენ დურაჯისფერი ქულები,კრაველებივით მიმობნეულნი ცაზე,ბოლოს სოსანისფერი წამლებით შეღება ღრუბლები უჩინარმა არსთა მხატვარმა, იფეთქა  ფურცლოვანში სიმწვანემ და აჟღურტულდნენ ჩიტუნები საამოდ,“   „გალურ-
ჯდნენ მთები,ხოლო ცას ქედანისფერმა გადაჰკრა იერმა.“
  შედარების ბრწყინვალე ნიმუშია ამ წინადადებაში: „მზეს ყური ამოეყო უკვე,ჯერაც ისეთი ყვითელი იყო იგი,როგორც კვერცხის გული რძეში ნახარში გადღვებილი.“ სხვა ფერს მიმართავს მწერალი მზის აღწერისას ამ წინადადებაში: „მზეს გადაესწრო მწვერვალს გადაღმა,აფახულებდა სპილენძისფერ წამწამებს.“
  ავტორი სხვადასხვა ფერს იყენებს მწვერვალების,მთებისა და კლდეების გამოსახა-ტად: „მთებს გადაღმა მწვერვალები იყო ერთობლივად შაბიამნის ფერისა.“საოცრად ცოცხალი სურათია შექმნილი ამ წინადადებაში: „თეთრი,მთლად თეთრი ღრუბლები ელავდნენ მთებზე,ეს ღრუბლები,ეს ზეთისხილისფერი მთები ისეთი გამჭვირვალენი იყვნენ,სადაცაა მოეშვებიან  და გაიქნებიან ეთერში.“განსხვავებულად წარმოგვიდგება კლდეების შეფერილობა: „ძერასფერ  ქარაფების კიდეებს შეფარვით ეტმასნებოდნენ თავაწეული გველები,“ „ახლა ქორისფერი კლდეები გამოჩნდნენ“,ან კიდევ „ავაზასფე-რი კლდეები გამოჩნდნენ ეზოდან“, „სწორედ ამ ჩალისფერ კლდეებს ირჩევს სამყოფ-ლოდ ავაზა.“
  ზღაპრული სურათი იხატება მკითხველის წინაშე,როცა მწერალი გიორგი მეფის სა-სახლის ბაღს აღწერს: „ჰყვაოდნენ ბაღის ყაყაჩოებიც,სუსამბარები და ნარგიზები, ნა-ირ-ნაირი მიხაკები,რომელთა ფერების ასაწერად წამალი არ ეყოფოდა ადამიანის სი-ტყვას.იისფერნი,მზისფერნი,სინგურისფერნი,ჟრუნნი,მოწითანო,მოლურჯო და სავ-სებით ლურჯნი,კარაქისფერნი,ხოხბისყელისფერნი,ფარშავანგის ბოლოსებრ მოხა-ტულნი,ჰინდური ყვავილები ნაირ-ნაირი.“
   ამგვარად უთვალავი ფერით შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ და მოქმედებენ კონს-ტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟები,რომლებთან გამოთ-ხოვებაც ძალიან უჭირს მკითხველს.დასრულდა სვეტიცხოველი.ათასწლეულის წვი-მამ და ქუხილმა ვერაფერი დააკლო ამ დიდებულ ტაძარს.იგი დღესაც დგას,როგორც უკვდავება.მასთან ერთად დარჩა მისი ამშენებელი-ქვაში ჩაკირული,სიტყვაში გაცხა-დებული და ხალხის ხსოვნიდან წარუშლელი.


No comments:

Post a Comment